Sunday, January 9, 2011

First News

1 წელზე ნაკლები დარჩა 11 ნოემბრამდე.
VGA 2010'ზე თიზერის ჩვენებისა და მოკლე ინფორმაციის გავრცელებიდან სულ მცირე ხანში გაჟონა არც თუ ისე ვიწრო ამბებმა სერიის მომავალი ნაწილის შესახებ.
ამონარიდი იმ პოსტიდან, რომელიც ინფორმაციის პირველ წყაროს წარმოადგენს:
'დამატებულია ორ-ხელიანი საბრძოლო იარაღები, გასწორების პროცესშია მესამე პირის ხედვა, დახვეწილია დიალოგების სისტემა: NPC'თან დიალოგის დაწყებისას თამაშის პროცესი არ ჩერდება, ისიც არ არის მოთამაშეზე არაბუნებრივად დამზერებული, არამედ აგრძელებს მის მოქმედებას (ვითარებასთან შესაბამისად), რაც ამ ყველაფერს რეალურს და დახვეწილს ქმნის. ყველა იარაღთან პერსონაჟს გააჩნია უნიკალური მოძრაობები, ასევე ხდება მტერთან ბრძოლისას. იხვეწება პერსონაჟის შექმნის ფუნქცია. ჩრდილები დინამიურია. თამაშში იქნებიან ბავშვებიც. ასევე იხვეწება პერსონაჟების მოდელები, სახის ემოციები - ყველა რასისთვის განსხვავებული იერი იქნება შექმნილი. Dragonborn'ს ეყოლება მრჩეველი, სახელად Esbern, რომელიც გადარჩენილი ბლეიდია (გილდია, რომელიც ემსახურება სამეფო საგვარეულოს. ობლივიონში უხუცესი ბლეიდია Jaufre.). იქნება 5 სხვადასხვა დიდი ქალაქი და ბევრი პატარა დასახლება. გაუმჯობესებულია სტიქიური მოვლენები: თოვლი არ იქნება მარტივი ტექსტურის, ქარის ხეებზე ზემოქმედება საგრძნობად რეალური იქნება, ისევე როგორც წყლისა და წვიმის ეფექტი. მოთამაშე ამჟამად ვერ ირბენს ერთი და იგივე სიჩქარით როგორც წინ, ისე უკან. დადასტურებულია შემდეგი ქმნილებები: zombies, skeletons, draugr, trolls, mountain giants, ice wraiths, giant spiders, dragons, wolves, horses, elk, mammoth, saber-toothed cats.
ასარჩევად გვექნება 10 რასა.'
http://www.nma-fallout.com/forum/viewtopic.php?p=847685#847685

No comments:

Post a Comment