ისტორია ვითარდება ობლივიონის კრიზისიდან 200 წლის შემდეგ, ნორდების სამშობლო სკაირიმში. "Elder Scrolls" -ის მიერ ნაწინასწარმეტყველები დრაკონების დაბრუნება, რომელიც წინაპირობა იყო ქაოსის კვერთხის დამსხვრევა, ნუმიდიუმის შექმნა, წითელ მთასთან მომხდარი მოვლენები, ობლივიონის კრიზისი და ბოლო ნაწინასწარმეტყველები წინაპირობა, სკაირიმის ხალხის მიერ ერთმანეთის სისხლის დაღვრა, თამაშის დაწყებისას ვითარდება მოთამაშის გარშემო სკაირიმში დაწყებული სამოქალაქო ომის სახით. ამჯერად ჩვენ ვიქნებით Dragonborn, დრაკონებზე ნადირობის უნარით გამორჩეული ჯგუფის უკანასკნელი ცოცხალი წევრი. ამ ჯგუფის გამორჩეული წევრები იყვნენ სეპტიმების დინასტია და მათი მცველები Dragonguards, რომლებიც შემდგომ Blade-ები გახდნენ. სეპტიმების დინასტიის სიკვდილის შემდეგ, Blade-ბის თითქმის ყველა წევრი მოკლული იქნა.
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი დრაკონები გვხდებიან თამაშში, ბოლოს შესაძლებელია თვით Akatosh(Alduin როგორც მას ნორდები ეძახიან), დროის დრაკონი ღმერთი ვიხილოთ თამაშში.
თამაშის მექანიკამ განიცადა დადებითი ცვლილებები, აღარ იქნება კლასების სისტემა.
აღარ იქნება საჭირო წინასწარ გადაწყვეტა რომელი სკილებით ითამაშებთ თვეების განმავლობაში, ის შეცვალა უფრო ბუნებრივმა და რეალისტურმა სისტემამ. თქვენ უბრალოდ გაქვთ სკილები, და მათი გამოყენებით სკილის ცოდნა და ეფექტურობა იზრდება. გარკვეული რაოდენობის სკილების გაზრდისას მოგვემატება ლეველები, levelup-ის დროს გვექნება საშუალება ავირჩიოთ გაზრდილ მაგიას, სიცოცხლეს და სტამინას შორის. ასევე მივიღებთ პერკებს Fallout 3-ის მსგავსად. სკილის გაზრდა რომელშიც გამოცდილები ვართ (80->81) უფრო მეტად იმოქმედებს ლეველის გაზრდაზე ვიდრე სკილის გაზრდა რომელშიც გამოუცდელები ვართ (14->15).
თუ წინა Elder Scroll-ს თამაშებთან გქონიათ შეხება ალბათ შეამჩნევდით რომ სინამდვილეში კლასების ამოღება პატარა და უმნიშვნელო ცვლილებაა მექანიკაში, უბრალოდ გვეხსნება წინასწარი შეზღუდვა პერსონაჟის განვითარების გზაზე.
სკილების რაოდენობამ 18-ამდე დაიკლო (Oblivion 21, Morrowind 27), რაც ალბათ გულს დასაწყვეტი იქნება ბევრი ფანისთვის.
კომბატ სისტემაც განიცდის ცვლილებებს, შესაძლებელი იქნება Dual Wield ანუ ორი იარაღით ერთდროულად ბრძოლა, შეგვიძლია ავირჩიოთ თითოეულ ხელში დაჭერილი იარაღი, იარაღის გარდა შეგვეძლება მაგიის და ფარების მინიჭება ხელებზე. (ცაცია მეომრები?). იქნება სპრინტი, რომელიც სტამინას დაცლის, მოძრაობები და კომბატი გადაკეთდება უფრო რეალური და ეფექტური ბრძოლის შეგრძნების გადმოსაცემად. ექშენზე კვლავ დიდი აქცენტი გაკეთდება.
ქვესტები იქნება უფრო დინამიური, ზოგიერთი კვესტი "გაიხსნება" მოთამაშის ქმედებების შედეგად, მაგალითად თუ განთქმული ჯადოქარი გახდებით შეიძლება სხვა ჯადოქრისგან მიიღოთ ქვესტი, რომელსაც ბრძოლაზე ორიენტირებული პერსონაჟი ვერ მიიღებდა. ან სიტყვაზე მოკალით გამყიდველი, მისი და მიიღებს მაღაზიას მემკვიდრეობით და ცოტაოდენი "მოთაფლვის" შემდეგ დისგან მიიღებთ ქვესტს.
დაიხვეწება თამაშის ხელოვნური ინტელექტი, Radian AI. შემქნელები გვპირდებიან ყველაფერს რისი გამართვაც ობლივიონში ვერ მოესწრო და სასიამოვნო დამატებებს. მაგალითად დააგდეთ ქუჩაში იარაღი, ის შეიძლება გამვლელმა აიღოს და მისი ხასიათის და ბუნების მიხედვით ან დაგიბრუნოთ, ან თავისთვის დაიტივოს ან სხვა გამვლელებთან მოუხდეს ჩხუბი მის დასატოვებლად. იმედია არ მოუწევთ ამ საინტერესო დამატებებზე უარის თქმა როგორც ეს ობლივიონში მოხდა, Ai-ს მოულოდნელი, უმართავი ქცევების გამო.
- მესამე პირის კონტროლერი გაუმჯობესდა.
- 5 დიდი ქალაქი, უფრო დიდი მრავალფეროვნება დანჯენებში და გამოქვაბულებში.
- შეგვეძლება HUD-ის გარეშე თამაში.
- დიალოგები არ იქნება სტატიური პერსონაჟის მახინჯ სახეზე დაზუმული აქტივობა, დიალოგისას პერსონაჟი გააგრძელებს თავის საქმიანობას(ჭედვა, მუშაობა) და ხანდახან გამოგვხედავს ხოლმე. სახეებიც გამოსწორდა და არაღ იქნება მახინჯი. ნუ... თუ პერსონაჟი არ იყო ასე ჩაფიქრებული...
- ხმლის გამოჭედვა შეგვეძლება სამჭედლოში, გახურებული რკინის ზოდისგან(Gothic anyone?)
- ორი ხელში შეგვეძლება ნებისმიერი დამცავი ან მტრებისთვის ტკივილის მიმნიჭებელი ობიექტის დაჭერა, ასევე სპელის მიბმაც, ან ორივე ხელში სხვადასხვა სპელის(Fire and Ice and everything nice ^_^)
- იქნება დუელები, შეიძლება ნებისმიერი გამვლელის დუელში გამოძახება.
- მემკვიდრეობა, ოჯახის წევრებს მემკვიდრეობით გადაეცემა მაღაზიები, ბარები და სხვა დაწესებულები, ასევე ქვესტები თუ მოთამაშე ორიგინალ მფლობეს გაუშვებს უკეთეს სამყაროში.
- ლეველ სკეილინგი, ანუ ობლივიონში დამატებული მტრების სირთულის განსაზღვრის სისტემა, როდესაც მტრები ძლიერდებიან მოთამაშესთან ერთად, თუმცა სკაირიმში უფრო დაბალანსებულ ლეველ სკეილინგს გვპირდებიან და იმედს გვიტოვებენ 40 ლეველის ეპიკურ გმირებს ფუმფულა მინდვირს თაგვები ვეღარ მოკლავენ.
- 18-ამდე შემცირებული სკილები.
- მისტიციზმი ამოიღეს.
- პერკები, Fallout-ის მსგავსად.
- ლეველის აწევისას ავირჩევთ მაგია, სიცოცხლე თუ სტამინა გაიზარდოს.
- ენჩანთინგი, ანუ ნივთების და იარაღების მოჯადოება სკილის სახით დაბრუნდება.
- "Radiant Storytelling" - " თამაში იმახსოვრებს უამრავ ინფორმაციას თქვენს ქმედებებზე თამაშში და შესაბამისად გარგებთ თამაშს. მაგალითად ქალაქში შესვლისას ახალგაზრდა ქალმა გთხოვათ ქალიშვილის გამტაცებლებისგან დახსნა. თამაში იპოვის უახლოეს დანჯენს რომელიც ჯერ არ გამოგიკვლევიათ, შეავსებს დანჯენს თქვენი პერსონაჟის შესაბამისი სირთულის მტრებით და გაგიშვებთ ახალგამომცხვარ დანჯენში ქვესტის შესასრულებლად.
- Fast-Travel ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე რუკაზე დაჭერით მომენტალური გადაადგილება კვლავ იქნება თამაშში. damn it..
- სპრინტი, სტამინის ხარჯზე შეგეძლებათ ბრძოლისას სპრინტის გამოყენება.
- დაემატება ფერმინგი, მაღაროში მუშაობა, იარაღების ჭედვა, და ა,შ,
- იქნება დინამიური ჩრდილები. (ამ კონსოლების თაობაზე?)
- გაუმჯობესებული სახეები, სახეები გაბერილ მახინჯ ბუშტებს აღარ ემგვანებიან, და უკეთ გადმოსცემენ რასობრივ განსხვავებას და პერსონაჟის ხასიათს, ასევე დაემატება და შესწორდება სახის ანიმაციები.
- Radiant AI
- თოვლი დინამიურად წამოვა და მიწაზე დაგროვდება. ^_____^
- ხეები და ტოტები დამოუკიდებლად ირხევიან ქარზე.
- წყალი მიედინება.
- რენდომულად გენერირებული ქვესტები
- წვერი!!!!!!!
- უკან ისევე სწრაფად ვერ ირბენთ როგორც წინ დარბიხარ
- 10 playable რასა
- დადასტურებული არსებები თამაშში: zombies, skeletons, trolls, giants, ice wraiths, giant spiders, dragons, wolves, horses Elk, mammoth, saber-toothed cats
- ღია ქალაქები(ჭორი) ანუ ობლივიონივით ცალკე ლოკაცია არ ჩაიტვირთება ქალაქში შესვლისას.
- Hud-ის გარეშე პირველი პირის კონტროლი, და გაუმჯობესებული მესამე პირის კონტროლი.
- უნიკალური ადგილები, ნაკლები ერთფეროვნება. yay
- პერსონაჟის შექმნის პროცედურა გაუმჯოდესდა, ტანის customize შეგვიძლია.
- ორხელიანი იარაღები, ორივე ხელში იარაღი და დუელები.
- დამასრულებელი მოკვლის ანიმაციები, უნიკალური თითოეულ იარაღის ტიპზე და მტერზე.
- ბაშვები (ალბათ კვლავ უკვდავი, little fuckers..)
- მტერთან მიახლოებისას დიალოგი დაიწყება (კარგი მადკრები ხარ..აა ..ნუ მკბენ!)
- სადილის მომზადება/ფერმერობა/წიაღის მოპოვება/ხის ჭრა/მჭედლობა
- პერკი თითოულ levelup-ზე
- 5 მაგიური სკოლა Destruction Alteration Conjuration Restoration Illusion.
http://kotaku.com/5728236/the-next-elder-scrolls-has-new-combat--levelling
No comments:
Post a Comment