Thursday, January 13, 2011

'ალდუინის კედლის საიდუმლოება'

Skyrim'ის თიზერში ნაჩვენები ქვის დიდი კედელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს.
ის არის თამაშის ერთგვარი აგებულება და მის სთორიში მნიშვნელოვან როლს თამაშობს - მოიცავს ისტორიის სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს (როგორც მომავალი ნაწილის, ასევე სერიის ყველა თამაშიდან).
Nirn'ის ისტორია მატიანეში შეასქვს იმ დროიდან, როდესაც Alduin'მა პირველად გაანადგურა მიწა, მისი დამარცხება ამოუცნობი მეთოდებით, ასევე შედარებით ახლო წარსულში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები -- სერიულად: Arena, Daggerfall, Morrowind და Oblivion'ში განვითარებულნი. აღწერას ამთავრებს Skyrim'ის შვილების (მცხოვრებნი, მკვიდრნი) სისხლის ღვრისა და ალდუინის დაბრუნებით, რომელიც მოხდა მეოთხე ერაში.

ალდუინის ხელ-ახალი შეტევისა და რისხვის გარდა წინასწარმეტყველების გარდა ის ასახავს დრაკონების დაბრუნებას და მათ უერთიერთობას კაცობრიობასთან.

კედლის დაახლოვებული (Zoomed), შედარებით ფართო მასშტაბის და უკეთესი გარჩევადობის სურათი გვაძლევს საშუალებას სხვა თვალით დავაკვირდეთ მას და ამოვიცნოთ დეტალები, რომელსაც ვერ შევძლებდით ტრეილერში ნაჩვენები გამოსახულების მიხედვით.

ქვემოთ ახსნილია ალდუინის კედელზე ამოცნიბლი ყველა დეტალი, დანომრილია სურათის აღნიშვნების თანმიმდევრობის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ.

1). 'განადგურება' (Devastation) - ათასობით საუკუნის წინ, იმ ხანამდე, როდესაც ისტორიის პირველი სიტყვები დაიწე რებოდა, მიწებს შემოუტიეს დრაკონებმა. თავს ესხმოდნენ და დევნიდნენ კაცობრიობას. ადამიანებს არ შეეძლოთ გამკავებოდათ მსგავსი ძალის მქონე ქმნილებებს. ზოგმა მათგანმა დრაკონების თაყვანისცემაც კი დაიწყეს. მათი ყველას ეშინოდა. ჩვენ ვხედავთ ასახულ ალდუინს, საზარელ ქმნილებას, რომელიც ოდესღაც დაბრუნდება.. ამის დრო მოვიდა.

2). სურათის ეს მონაკვეთი ასახავს ალდუინის დაცემას ტამრიელის მოდგმის სიმამაცესა და თავგანწირვაზე, თუმცა უფრო მეტი რამ უცნობია მის შესახებ, ვიდრე არის.
ეს თავსატეხი მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, ვინც გადაწყვეტს დაამარცხოს დრაკონები. მაგრამ ვინ შეებრძოლება მათ მარტო? ალბათ უეცრად გამოჩენილი Dragonborn.

3). Staff of Chaos - ალდუინის კედელი წინასწარ მეტყველებს იმ მოვლენებსა და  შედეგებზე, რომელნიც მისი განდევნის შემდეგ დაბრუნებისას მოხდება.
პირველია ქაოსის კვერთხის განადგურება, რომლელიც ვითარდება TES სერიის პირველ თამაშში - Arena. კვერხი დაუჯერებლად ძლევამოსილი იყო, შეეძლო სხვა სამყაროში გადასასვლელი კარიბჭე-პორტალების გახსნა და ყველა საციცოცხლო ნიშნის მიწასთან გასწორება. Jagar Tharn'მა (Imperial BattleMage) გამოიყენა ის იმპერატორ Uriel Septim VII'ს ობლივიონის სამყაროში დასატყვევებლად, შემდეგ კი ნამსხვრევებად აქცია, რათა არავის შესძლებოდა მისი გამოყენება.  Arena'ს გმირი ამ ნაწილებს კრებს და ხელ-ახლა ქმნის კვერთხს და ამარცხებს იმპერატორის მოღალატე Jagar Tharn'ს.

4). 'Numidium' - ნუმიდიუმის დაბრუნება მომდევნო მოვლენაა ალდუინის ქმედების წინასწარმეტყველებისა. მას ადგილი უკავია TES II: DaggerFall'ის პლოტში.
მიღებული გადაწყვეტილებების განშტოებები, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იყენებდა ნუმიდიუმს, აისახებოდა Warp in the West'ში - უცნაური შემთხვევა - რომელიც ყველა არჩევანს პარადოქსულად, ერთ დროულად ანხორციელებდა, რაც დრამატულად ცვლიდა მსოფლიოს.

5). The Read Mountain - The Red Mountain ასევე ცნობილი, როგორც Vvaardenfell TES III: Morrowind'ში მოვლენების განვითარების ეპიცენტრი იყო.

6). The Oblivion Gates - TES IV: Oblivion'ის დასაწყისში იმპერატორ Uriel Septim VII'ს სიკვდილმა შანსი მისცა ალდუინს დაბრუნებულიყო. სეპტიმების უკანასკნელმა მემკვიდრე მარტინმა და თამაშის გმირმა ობლივიონის ყველა კარიბჭე დახურეს, თუმცა მარტინი ამ პროცესისას 'დაიკარგა', Mehrunes Dagon'ან ბრძოლისას გადაიქცა აკატოშის ავატარად, მისი დამარცხების შემდეგ კი ქანდაკებად გადაიქცა.
ამით მესამე ერასთან სეპტიმების დინასტიაც მიიწურა.

7). The Sons of Skyrim - როგორც ტრეილერში Esbern აღწერს, 'მეოთხე ერის დასაწყისში სკაირიმის შვილებმა სისხლი დაღვარეს'.
მომდევნო საშინელი მოვლენა ამცნებს ალდუინის საბოლოო ჩამოსვლის შესახებ. TES V: Skyrim'ის დასაწყისში ხდება მაღალი მეფის მკვლელობა. მრავალი ჩრდილოეთში მცხოვრები დაცემის წინაშე მყოფი იმპერიიდან გაქცევას სცდილობს, ზოგი ფიქრობს, რომ იმპერიისათვის ბრძოლა კვლავ ღირს. ეს ხდება სეპტიმების დინასტიის დაცემიდან 200 წლის შემდეგ. ორ მხარეს შორის კონფლიქტი გარდაუვალია.

8). Hope - ალდუინის კედლის წინასწარმეტყველება საშინელია, მაგრამ მასში მაინც არის იმედი. შესაძლოა გამოჩნდეს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი მებრძოლი, ისეთივე ძალით დაჯილდოებული, როგორიც თვით დრაკონებს გააჩნიათ. ის შეებრძოლება ალდუინს, იხსნის და მშვიდობას დაუბრუნებს იმპერიას.
Akaviri'ს საბრძოლო ჯავშან-აღჭურვილობა, რომელსაც ბლეიდები ატარებენ, შექმნილია ტამრიელის გარეთ, სხვა კონტინენტში. ისინი საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ Dragonborn'ის თაობებს, ამ მომენტის მოლოდინში; როდესაც ალდუინის რისხვა დაატყდება ტამრიელს, და გამოჩნდება Dovahkiin, რომელიც დაამარცხებს მას.
ორი საუკუნის წინ, როდესაც მარტინი აკატოშის ქანდაკებად, შემდეგ კი მის ავატარად გადაიქცა, დაიკარგა Dragonborn'ის უკანასკნელი წარმომადგენელი. TES V: Skyrim'ის დასაწყისში ციხეში შეპყრობილი მოთამაშე გააცნობიერებს, რომ მას ძალუძს მსგავსი ძალის ქონა.

9). The Throat of the World - სკაირიმის ტუნდრასა და ტყეებიდან ამოიზრდება უზარმაზარი მთა, 7000 საფეხურით.
სურათზე ვხედავთ ორად გახლეჩილი მთის სიმბოლოს, რომელიც ასახავს Skyrim'ს თამაშის დაწყებისას.

Original Version -- http://media1.gameinformer.com/images/site/pages/esv/index.html?es=5

No comments:

Post a Comment