Sunday, January 9, 2011

Skyrim - ნორდების სამშობლო

ვინაიდან შემდეგი Elder Scrolls ადგილს დაიკავებს ტამრიელის პროვინცია Skyrim'ში, არ შეიძლება არ შევეხოთ მის ძირძველ მკვიდრ ნორდებს, მათ ისტორიასა და კულტურას.
ქვემოთ შევეცდები მოკლედ აღვწერო ზემოთ ხსენებული.


ნორდი არის ადამიანის რასა, რომელიც გარეგნულად გამოირჩევა სიმაღლით და გრძელი, ხშირი თმით. აქვთ განსაკუთრებული უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ მაგიურ ყინვასაც კი.
ამ რასის ხალხი ცნობილნი არიან, როგორც ენთუზიაზმითა და შემართებით აღსავსე მებრძოლები, და მოქმედებენ მთელი ტამრიელში, როგორც სამხედრო ხალხი ან დაქირავებული მეომრები. იყენებენ საბრძოლო მეთოდების არატრადიციულ გზებს.
სხვადასხვა პროვინციებში იმიგრირებული მიმოქსაქსული ნორდები ძირითადად სახლდებიან რეგიონის ყველაზე მთიან და ცივ ადგილებში, რაც მათ სამშობლოს აგონებთ.
ისინი ასევე არიან ძირძველი მეზღვაურები, რომლებიც ზღვაოსნობით დასაბამიდან ირჩენენ თავს. ზღვა სწორედ Atmora'სთან არის კავშირში, ადგილთან, სადაც ტამრიელში მიგრაციამდე ცხოვრობდნენ. მეზღვაური ნორდები შესაძლებელია შეგვხვდეს ტამრიელის თითქმის ყველა სანაპიროზე, როგორც კაპიტნები, ვაჭრები, მეთევზეები, etc.

როგორც ამ რასის სახელი მიგვანიშნებს, ისინი ჩრდილოეთიდან არიან (Nord - North). მათ დასაბამი მიეცათ უკიდურეს ჩრდილოეთ კონტინენტ Atmora'ში. ის მცირე რამ, რაც ცნობილია ამ კონტინენტის შესახებ, შენახული და გადმოცემულია იმ ჩანაწერებში, რომლებიც ამჟამად ეკუთვნით ელფებს და არ არის ღია, ხელმისაწვდომი იმპერიალ სწავლულთათვის. თუმცა ცნობილია, რომ Atmora არის იგივე Elder Wood. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, კარგად ერგება ცივ კლიმატს, უძველეს დროში ის უნდა ყოფილიყო ექსტრემალურად მყინვარე კონტინენტი, დაახლოებით იმ დონის, როგორიც დღეს სკაირიმია.
არსებობს გადმოცემის წყარო, რომელიც გულისხმობს შემდეგ ფაქტებს: იმიგრაციის პერიოდში Atmora მოიცვა სასტიკმა და სისხლიანმა სამოქალაქო ომმა, და კაცმა, სახელად Ysgramor, მშვიდობიანი მოსახლეობა გამოდევნა ყველა მხირდან, და აიძულა გაეცურათ სამხრეთისკენ. მიწა, რომელიც კონტინენტიდან სამხრეთით მომავალ ზღვას შეხვდა, იყო Skyrim'ის ჩრდილოეთ ნაპირი, კერძოდ - Hsaarik Head, ტამრიელის კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთ მწვერვალი. მათ ახალ მიწას დაარქვეს Mereth (Skyrim'ის ძველი სახელი).
ისტორია გრძელდება, მრავალმა წელმა განვლო პროვინციაში ადამიანებისა და ელფების კეთინგანწყობილ და მშვიდობიან ცხოვრებაში. ეს იყო ჰარმონიის ხანა. თუმცა რასული დაპირისპირებები თანდათონობით ღვივდებოდა და ორი მოდგმის ურთიერთობაც იძაბებოდა. დიდი ხანი არ იყო დარჩენილი კონფლიქტის საბოლოო ამოხეთქვამდე.
საწინააღმდეგოდ იმ მცდარი ისტორიებისა, რომელნიც მიაწერენ Ysgamor'ს ტამრიელში პირველი დასახლების შექმნას, არსებობს წყაროები, რომელნიც მოგვითხრობენ იმ მოსახლეობის შესახებ, რომელნიც მისი და მისივე კოლონისტების იმიგრირებამდე ცხოვრობდნენ კონტინენტზე და ცივილიზაციის კერაც აქ ჰქონდათ შექმნილი. დიახ, ისინი მხოლოდ იმიგრაციის გვიან ტალღაში მოყვნენ, და არ იყვნენ პირველი მოაზროვნე ქმნილებები აღნიშნულ მიწაზე.
ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, მაგრამ არ არის ის, რომ ალდმერებმა (Aldmer -- პრო-ელფები, ტამრიელის ერთ-ერთი უძველესი მოდგმა) ნორდების ქალაქ-სახელმწიფო Saarthal მიწასთან გაასწორეს, ამოხოცეს ყველა ვინც წინააღმდეგობა გაუწიათ და ვინც ვერ გაიქცა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ეს მკრეხელობისა და სხვა გამოწვევების საპასუხოდ ჩაიდინეს. ამ ღამეს დაერქვა 'Night of Tears".
ამ თავდასხმისგან გადარჩენა შესძლეს მხოლოდ ნორდმა მეფე Ysgamor'მა და მისმა ორმა შვილმა, რომელნიც შემდეგ გაიქცნენ კვლავ Atmora'ში.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როდესაც ის 500 თანამოძმესთან ერთად დაბრუნდა შურის საძიებლად. მათ ჯერ მომხდარ ადგილას ამოხოცეს ელფები, შემდეგ კი ტამრიელში მათი მთელი მოდგმა გაანადგურეს.
პირველი ერის 241 წელს მეფე Vrag'მ დაიწყო მისი გეგმის განხორციელება, რომელიც 'Conquest of Skyrim'-ის სახელითაა ცნობილი (სკაირიმის დაპყრობა). მან ბრძოლის კულმინაცია მოახდინა ნორდების პირველ იმპერიაში. მისი მსვლელობა წარმატებით დასრულდა.
50 წლის განმავლობაში Skyrim მართავდა მთელს ჩრდილოეთ ტამრიელს: High Rock'ის ტერიტორიის უმრავლეს ნაწილს და მთლიანად ამჟამინდელ Morrowind'ს. ამბიციური ნორდი ლიდერები რამდენიმეჯერ შეეცადნენ ჩრდილოეთ სიროდიილის დალაშქვრას, თუმცა Jerrall'ის მთები ძალიან დიდი და რთულად გადასალახი ბარიერი გახლდათ.
საუკუნეების განმავლობაშ სკაირიმის სამეფო იმარჯვებდა და მარცხდებოდა ბრძოლებში.
პირველი ერის 415'ე წელი იმპერიის დაცემის თარიღი აღმოჩნდა, ეს იყო Ysgamor'ის შთამომავლობის უკანასკნელი წარმომადგენლის, მეფე Borgas'ის სიკვდილის დრო. როდესაც სამმართველო საბჭოს არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი მეფის ასარჩევად, გაღვივდა შიდა სამოქალაქო ომი. პროვინციამ მისი მთელი ძალაუფლება High Rock'სა და Morrowind'ში დაკარგა და გაიყო სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეფოებად.
ტიბერ სეპტიმის მმართველობის ქვეშ რეგიონში სიმშვიდე სუფევდა, მიუხედავად არაერთი გადატანილი ბრძოლისა (ერთ-ერთია Battle of Sancre Tor.
ბევრმა ნორდმა დაიწყო იმპერიის ლეგიონში მოღვაწეობა.




continuation is under porccess

No comments:

Post a Comment