Saturday, March 5, 2011
Friday, January 21, 2011
Wednesday, January 19, 2011
Friday, January 14, 2011
Todd Howard - Road to Skyrim
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე GameInformer'ისგან.
მოყვანილია სამი ინტერვიუ Todd Howard'თან.
პირველში ის გვიამბობს თუ როგორ მოხვდა/ჩაება ინდუსტრიაში, მის ადრეულ წლებს ვიდეო თამაშებთან დაკავშირებითდა ასევე იძლევა რამდენიმე საინტერესო რჩევას მათთვის, ვისაც მისი გზის გავლა სურს.
შემდეგ, მეორე ვიდეოდან შეიტყობთ Elder Scrolls სერიის ევოლუციის შესახებ, თუ რა გზის გავლა მოუხდა დეველოპერთა ჯგუფს მეხუთე სერიის - Skyrim'ის შექმნამდე.
მესამე ინტერვიუში იგი გვიმხელს მის ამ თაობის ფავორიტ თამაშებსა და ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის საკუთარ შეხედულებებს, დამოკიდებულებას Kinect'ისა და Move'ის, 3D ტექნოლოგიის მიმართ. ასევე ხსნის განსხვავებას აღმოსავლურ და დასავლურ როლურ თამაშებს შორის.
ვიდეოების სანახავად გადადით ამ ბმულზე:
http://www.gameinformer.com/b/news/archive/2011/01/13/road-to-skyrim-the-todd-howard-interview.aspx
Thursday, January 13, 2011
'ალდუინის კედლის საიდუმლოება'
Skyrim'ის თიზერში ნაჩვენები ქვის დიდი კედელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს.
ის არის თამაშის ერთგვარი აგებულება და მის სთორიში მნიშვნელოვან როლს თამაშობს - მოიცავს ისტორიის სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს (როგორც მომავალი ნაწილის, ასევე სერიის ყველა თამაშიდან).
Nirn'ის ისტორია მატიანეში შეასქვს იმ დროიდან, როდესაც Alduin'მა პირველად გაანადგურა მიწა, მისი დამარცხება ამოუცნობი მეთოდებით, ასევე შედარებით ახლო წარსულში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები -- სერიულად: Arena, Daggerfall, Morrowind და Oblivion'ში განვითარებულნი. აღწერას ამთავრებს Skyrim'ის შვილების (მცხოვრებნი, მკვიდრნი) სისხლის ღვრისა და ალდუინის დაბრუნებით, რომელიც მოხდა მეოთხე ერაში.
ალდუინის ხელ-ახალი შეტევისა და რისხვის გარდა წინასწარმეტყველების გარდა ის ასახავს დრაკონების დაბრუნებას და მათ უერთიერთობას კაცობრიობასთან.
კედლის დაახლოვებული (Zoomed), შედარებით ფართო მასშტაბის და უკეთესი გარჩევადობის სურათი გვაძლევს საშუალებას სხვა თვალით დავაკვირდეთ მას და ამოვიცნოთ დეტალები, რომელსაც ვერ შევძლებდით ტრეილერში ნაჩვენები გამოსახულების მიხედვით.
ქვემოთ ახსნილია ალდუინის კედელზე ამოცნიბლი ყველა დეტალი, დანომრილია სურათის აღნიშვნების თანმიმდევრობის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ.
1). 'განადგურება' (Devastation) - ათასობით საუკუნის წინ, იმ ხანამდე, როდესაც ისტორიის პირველი სიტყვები დაიწე რებოდა, მიწებს შემოუტიეს დრაკონებმა. თავს ესხმოდნენ და დევნიდნენ კაცობრიობას. ადამიანებს არ შეეძლოთ გამკავებოდათ მსგავსი ძალის მქონე ქმნილებებს. ზოგმა მათგანმა დრაკონების თაყვანისცემაც კი დაიწყეს. მათი ყველას ეშინოდა. ჩვენ ვხედავთ ასახულ ალდუინს, საზარელ ქმნილებას, რომელიც ოდესღაც დაბრუნდება.. ამის დრო მოვიდა.
2). სურათის ეს მონაკვეთი ასახავს ალდუინის დაცემას ტამრიელის მოდგმის სიმამაცესა და თავგანწირვაზე, თუმცა უფრო მეტი რამ უცნობია მის შესახებ, ვიდრე არის.
ეს თავსატეხი მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, ვინც გადაწყვეტს დაამარცხოს დრაკონები. მაგრამ ვინ შეებრძოლება მათ მარტო? ალბათ უეცრად გამოჩენილი Dragonborn.
3). Staff of Chaos - ალდუინის კედელი წინასწარ მეტყველებს იმ მოვლენებსა და შედეგებზე, რომელნიც მისი განდევნის შემდეგ დაბრუნებისას მოხდება.
პირველია ქაოსის კვერთხის განადგურება, რომლელიც ვითარდება TES სერიის პირველ თამაშში - Arena. კვერხი დაუჯერებლად ძლევამოსილი იყო, შეეძლო სხვა სამყაროში გადასასვლელი კარიბჭე-პორტალების გახსნა და ყველა საციცოცხლო ნიშნის მიწასთან გასწორება. Jagar Tharn'მა (Imperial BattleMage) გამოიყენა ის იმპერატორ Uriel Septim VII'ს ობლივიონის სამყაროში დასატყვევებლად, შემდეგ კი ნამსხვრევებად აქცია, რათა არავის შესძლებოდა მისი გამოყენება. Arena'ს გმირი ამ ნაწილებს კრებს და ხელ-ახლა ქმნის კვერთხს და ამარცხებს იმპერატორის მოღალატე Jagar Tharn'ს.
4). 'Numidium' - ნუმიდიუმის დაბრუნება მომდევნო მოვლენაა ალდუინის ქმედების წინასწარმეტყველებისა. მას ადგილი უკავია TES II: DaggerFall'ის პლოტში.
მიღებული გადაწყვეტილებების განშტოებები, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იყენებდა ნუმიდიუმს, აისახებოდა Warp in the West'ში - უცნაური შემთხვევა - რომელიც ყველა არჩევანს პარადოქსულად, ერთ დროულად ანხორციელებდა, რაც დრამატულად ცვლიდა მსოფლიოს.
5). The Read Mountain - The Red Mountain ასევე ცნობილი, როგორც Vvaardenfell TES III: Morrowind'ში მოვლენების განვითარების ეპიცენტრი იყო.
6). The Oblivion Gates - TES IV: Oblivion'ის დასაწყისში იმპერატორ Uriel Septim VII'ს სიკვდილმა შანსი მისცა ალდუინს დაბრუნებულიყო. სეპტიმების უკანასკნელმა მემკვიდრე მარტინმა და თამაშის გმირმა ობლივიონის ყველა კარიბჭე დახურეს, თუმცა მარტინი ამ პროცესისას 'დაიკარგა', Mehrunes Dagon'ან ბრძოლისას გადაიქცა აკატოშის ავატარად, მისი დამარცხების შემდეგ კი ქანდაკებად გადაიქცა.
ამით მესამე ერასთან სეპტიმების დინასტიაც მიიწურა.
7). The Sons of Skyrim - როგორც ტრეილერში Esbern აღწერს, 'მეოთხე ერის დასაწყისში სკაირიმის შვილებმა სისხლი დაღვარეს'.
მომდევნო საშინელი მოვლენა ამცნებს ალდუინის საბოლოო ჩამოსვლის შესახებ. TES V: Skyrim'ის დასაწყისში ხდება მაღალი მეფის მკვლელობა. მრავალი ჩრდილოეთში მცხოვრები დაცემის წინაშე მყოფი იმპერიიდან გაქცევას სცდილობს, ზოგი ფიქრობს, რომ იმპერიისათვის ბრძოლა კვლავ ღირს. ეს ხდება სეპტიმების დინასტიის დაცემიდან 200 წლის შემდეგ. ორ მხარეს შორის კონფლიქტი გარდაუვალია.
8). Hope - ალდუინის კედლის წინასწარმეტყველება საშინელია, მაგრამ მასში მაინც არის იმედი. შესაძლოა გამოჩნდეს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი მებრძოლი, ისეთივე ძალით დაჯილდოებული, როგორიც თვით დრაკონებს გააჩნიათ. ის შეებრძოლება ალდუინს, იხსნის და მშვიდობას დაუბრუნებს იმპერიას.
Akaviri'ს საბრძოლო ჯავშან-აღჭურვილობა, რომელსაც ბლეიდები ატარებენ, შექმნილია ტამრიელის გარეთ, სხვა კონტინენტში. ისინი საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ Dragonborn'ის თაობებს, ამ მომენტის მოლოდინში; როდესაც ალდუინის რისხვა დაატყდება ტამრიელს, და გამოჩნდება Dovahkiin, რომელიც დაამარცხებს მას.
ორი საუკუნის წინ, როდესაც მარტინი აკატოშის ქანდაკებად, შემდეგ კი მის ავატარად გადაიქცა, დაიკარგა Dragonborn'ის უკანასკნელი წარმომადგენელი. TES V: Skyrim'ის დასაწყისში ციხეში შეპყრობილი მოთამაშე გააცნობიერებს, რომ მას ძალუძს მსგავსი ძალის ქონა.
9). The Throat of the World - სკაირიმის ტუნდრასა და ტყეებიდან ამოიზრდება უზარმაზარი მთა, 7000 საფეხურით.
სურათზე ვხედავთ ორად გახლეჩილი მთის სიმბოლოს, რომელიც ასახავს Skyrim'ს თამაშის დაწყებისას.
Original Version -- http://media1.gameinformer.com/images/site/pages/esv/index.html?es=5

Wednesday, January 12, 2011
Dragon Language
როგორც GI'ს თებერვლის ნომრის ერთგვარი ანონსისას ვნახეთ (Cover Reveal), Skyrim'მა 'TES Lore'-ს შეჰმატა "დრაკონების ენა". ანუ 'ნირნის' ენებში (Daedra, Ayleids'..) ახლა უკვე არსებობს 'Dragon 'Language'.
ქვემოთ მოცემულია დღეისათვის ცნობილი სიტყვების ინგლისურ ენოვანი წერილობითი განმარტება და ანბანი uesp'იდან.
A

- Aan - A
- Ahst -At
- Ahrk - And
- Bahlok - Hunger
- D
- Dein - Keep
- Diivon Swallow
- Do - Of
- Dovahkiin - Dragonborn
- Draal - Pray
F
- Fah - For
- Feyn - Bane
- Fin - The
- Fod - When
- Fundein - Unfurled
G
- Graan - Rout
H
- Hin - Your
- Hon - Hear
J
- Jun - Kings
K
- Kein - War
- Kel - Scrolls
- Ko - In
- Kogaan - Blessings
- Krah - Cold
- Kruziik - Ancient
L
- Lein - World
- Los- Is
- Lost - Have
M
- Mahfaeraak - Forever
- Meyz - Come
- Mu - We
N
- Naal - By
- Norok - Fiercest
- Nust - They
- Ok - His
- Paal - Foes
- Prodah - foretold
S
- Staadnau - Unbound
T
- Tol - That
V
- Vaal - Bay
- Vahriin - Sworn
- Ved - Black
- Viing - Wings
- Vokul - Evil
- Vokun - Shadow
- Voth - With
- Wah - To
- Win - Wage
Z
- Zaan - Shout
- Zeymah - Brothers
- Zin - Honor
- Zondro - Triumph's
- სიმბოლიზმის ანბანი
Tuesday, January 11, 2011
GameInformer-ის sneak peak Bethesda–ს ახალ ოფისში
Monday, January 10, 2011
ახალი დეტალები Skyrim-ზე
გეიმერულ ჟურნალ "Game Informer"-მა ეკსკლუზიური ინტერვიუ აიღო "Bethesda Software"-ისგან რომლის თებერვლის ნომერში ეკსკლუზიური პირველადი ინფორმაცია უნდა შეგვეტყო Skyrim-ის შესახებ. ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ამ სტატიიდან ინტერნეტში "გაჟონილი" ინფორმაციის შეჯამებას.
ისტორია ვითარდება ობლივიონის კრიზისიდან 200 წლის შემდეგ, ნორდების სამშობლო სკაირიმში. "Elder Scrolls" -ის მიერ ნაწინასწარმეტყველები დრაკონების დაბრუნება, რომელიც წინაპირობა იყო ქაოსის კვერთხის დამსხვრევა, ნუმიდიუმის შექმნა, წითელ მთასთან მომხდარი მოვლენები, ობლივიონის კრიზისი და ბოლო ნაწინასწარმეტყველები წინაპირობა, სკაირიმის ხალხის მიერ ერთმანეთის სისხლის დაღვრა, თამაშის დაწყებისას ვითარდება მოთამაშის გარშემო სკაირიმში დაწყებული სამოქალაქო ომის სახით. ამჯერად ჩვენ ვიქნებით Dragonborn, დრაკონებზე ნადირობის უნარით გამორჩეული ჯგუფის უკანასკნელი ცოცხალი წევრი. ამ ჯგუფის გამორჩეული წევრები იყვნენ სეპტიმების დინასტია და მათი მცველები Dragonguards, რომლებიც შემდგომ Blade-ები გახდნენ. სეპტიმების დინასტიის სიკვდილის შემდეგ, Blade-ბის თითქმის ყველა წევრი მოკლული იქნა.
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი დრაკონები გვხდებიან თამაშში, ბოლოს შესაძლებელია თვით Akatosh(Alduin როგორც მას ნორდები ეძახიან), დროის დრაკონი ღმერთი ვიხილოთ თამაშში.
თამაშის მექანიკამ განიცადა დადებითი ცვლილებები, აღარ იქნება კლასების სისტემა.
აღარ იქნება საჭირო წინასწარ გადაწყვეტა რომელი სკილებით ითამაშებთ თვეების განმავლობაში, ის შეცვალა უფრო ბუნებრივმა და რეალისტურმა სისტემამ. თქვენ უბრალოდ გაქვთ სკილები, და მათი გამოყენებით სკილის ცოდნა და ეფექტურობა იზრდება. გარკვეული რაოდენობის სკილების გაზრდისას მოგვემატება ლეველები, levelup-ის დროს გვექნება საშუალება ავირჩიოთ გაზრდილ მაგიას, სიცოცხლეს და სტამინას შორის. ასევე მივიღებთ პერკებს Fallout 3-ის მსგავსად. სკილის გაზრდა რომელშიც გამოცდილები ვართ (80->81) უფრო მეტად იმოქმედებს ლეველის გაზრდაზე ვიდრე სკილის გაზრდა რომელშიც გამოუცდელები ვართ (14->15).
თუ წინა Elder Scroll-ს თამაშებთან გქონიათ შეხება ალბათ შეამჩნევდით რომ სინამდვილეში კლასების ამოღება პატარა და უმნიშვნელო ცვლილებაა მექანიკაში, უბრალოდ გვეხსნება წინასწარი შეზღუდვა პერსონაჟის განვითარების გზაზე.
სკილების რაოდენობამ 18-ამდე დაიკლო (Oblivion 21, Morrowind 27), რაც ალბათ გულს დასაწყვეტი იქნება ბევრი ფანისთვის.
კომბატ სისტემაც განიცდის ცვლილებებს, შესაძლებელი იქნება Dual Wield ანუ ორი იარაღით ერთდროულად ბრძოლა, შეგვიძლია ავირჩიოთ თითოეულ ხელში დაჭერილი იარაღი, იარაღის გარდა შეგვეძლება მაგიის და ფარების მინიჭება ხელებზე. (ცაცია მეომრები?). იქნება სპრინტი, რომელიც სტამინას დაცლის, მოძრაობები და კომბატი გადაკეთდება უფრო რეალური და ეფექტური ბრძოლის შეგრძნების გადმოსაცემად. ექშენზე კვლავ დიდი აქცენტი გაკეთდება.
ქვესტები იქნება უფრო დინამიური, ზოგიერთი კვესტი "გაიხსნება" მოთამაშის ქმედებების შედეგად, მაგალითად თუ განთქმული ჯადოქარი გახდებით შეიძლება სხვა ჯადოქრისგან მიიღოთ ქვესტი, რომელსაც ბრძოლაზე ორიენტირებული პერსონაჟი ვერ მიიღებდა. ან სიტყვაზე მოკალით გამყიდველი, მისი და მიიღებს მაღაზიას მემკვიდრეობით და ცოტაოდენი "მოთაფლვის" შემდეგ დისგან მიიღებთ ქვესტს.
დაიხვეწება თამაშის ხელოვნური ინტელექტი, Radian AI. შემქნელები გვპირდებიან ყველაფერს რისი გამართვაც ობლივიონში ვერ მოესწრო და სასიამოვნო დამატებებს. მაგალითად დააგდეთ ქუჩაში იარაღი, ის შეიძლება გამვლელმა აიღოს და მისი ხასიათის და ბუნების მიხედვით ან დაგიბრუნოთ, ან თავისთვის დაიტივოს ან სხვა გამვლელებთან მოუხდეს ჩხუბი მის დასატოვებლად. იმედია არ მოუწევთ ამ საინტერესო დამატებებზე უარის თქმა როგორც ეს ობლივიონში მოხდა, Ai-ს მოულოდნელი, უმართავი ქცევების გამო.
http://kotaku.com/5728236/the-next-elder-scrolls-has-new-combat--levelling

- მესამე პირის კონტროლერი გაუმჯობესდა.
- 5 დიდი ქალაქი, უფრო დიდი მრავალფეროვნება დანჯენებში და გამოქვაბულებში.
- შეგვეძლება HUD-ის გარეშე თამაში.
- დიალოგები არ იქნება სტატიური პერსონაჟის მახინჯ სახეზე დაზუმული აქტივობა, დიალოგისას პერსონაჟი გააგრძელებს თავის საქმიანობას(ჭედვა, მუშაობა) და ხანდახან გამოგვხედავს ხოლმე. სახეებიც გამოსწორდა და არაღ იქნება მახინჯი. ნუ... თუ პერსონაჟი არ იყო ასე ჩაფიქრებული...
- ხმლის გამოჭედვა შეგვეძლება სამჭედლოში, გახურებული რკინის ზოდისგან(Gothic anyone?)
- ორი ხელში შეგვეძლება ნებისმიერი დამცავი ან მტრებისთვის ტკივილის მიმნიჭებელი ობიექტის დაჭერა, ასევე სპელის მიბმაც, ან ორივე ხელში სხვადასხვა სპელის(Fire and Ice and everything nice ^_^)
- იქნება დუელები, შეიძლება ნებისმიერი გამვლელის დუელში გამოძახება.
- მემკვიდრეობა, ოჯახის წევრებს მემკვიდრეობით გადაეცემა მაღაზიები, ბარები და სხვა დაწესებულები, ასევე ქვესტები თუ მოთამაშე ორიგინალ მფლობეს გაუშვებს უკეთეს სამყაროში.
- ლეველ სკეილინგი, ანუ ობლივიონში დამატებული მტრების სირთულის განსაზღვრის სისტემა, როდესაც მტრები ძლიერდებიან მოთამაშესთან ერთად, თუმცა სკაირიმში უფრო დაბალანსებულ ლეველ სკეილინგს გვპირდებიან და იმედს გვიტოვებენ 40 ლეველის ეპიკურ გმირებს ფუმფულა მინდვირს თაგვები ვეღარ მოკლავენ.
- 18-ამდე შემცირებული სკილები.
- მისტიციზმი ამოიღეს.
- პერკები, Fallout-ის მსგავსად.
- ლეველის აწევისას ავირჩევთ მაგია, სიცოცხლე თუ სტამინა გაიზარდოს.
- ენჩანთინგი, ანუ ნივთების და იარაღების მოჯადოება სკილის სახით დაბრუნდება.
- "Radiant Storytelling" - " თამაში იმახსოვრებს უამრავ ინფორმაციას თქვენს ქმედებებზე თამაშში და შესაბამისად გარგებთ თამაშს. მაგალითად ქალაქში შესვლისას ახალგაზრდა ქალმა გთხოვათ ქალიშვილის გამტაცებლებისგან დახსნა. თამაში იპოვის უახლოეს დანჯენს რომელიც ჯერ არ გამოგიკვლევიათ, შეავსებს დანჯენს თქვენი პერსონაჟის შესაბამისი სირთულის მტრებით და გაგიშვებთ ახალგამომცხვარ დანჯენში ქვესტის შესასრულებლად.
- Fast-Travel ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე რუკაზე დაჭერით მომენტალური გადაადგილება კვლავ იქნება თამაშში. damn it..
- სპრინტი, სტამინის ხარჯზე შეგეძლებათ ბრძოლისას სპრინტის გამოყენება.
- დაემატება ფერმინგი, მაღაროში მუშაობა, იარაღების ჭედვა, და ა,შ,
- იქნება დინამიური ჩრდილები. (ამ კონსოლების თაობაზე?)
- გაუმჯობესებული სახეები, სახეები გაბერილ მახინჯ ბუშტებს აღარ ემგვანებიან, და უკეთ გადმოსცემენ რასობრივ განსხვავებას და პერსონაჟის ხასიათს, ასევე დაემატება და შესწორდება სახის ანიმაციები.
- Radiant AI
- თოვლი დინამიურად წამოვა და მიწაზე დაგროვდება. ^_____^
- ხეები და ტოტები დამოუკიდებლად ირხევიან ქარზე.
- წყალი მიედინება.
- რენდომულად გენერირებული ქვესტები
- წვერი!!!!!!!
- უკან ისევე სწრაფად ვერ ირბენთ როგორც წინ დარბიხარ
- 10 playable რასა
- დადასტურებული არსებები თამაშში: zombies, skeletons, trolls, giants, ice wraiths, giant spiders, dragons, wolves, horses Elk, mammoth, saber-toothed cats
- ღია ქალაქები(ჭორი) ანუ ობლივიონივით ცალკე ლოკაცია არ ჩაიტვირთება ქალაქში შესვლისას.
- Hud-ის გარეშე პირველი პირის კონტროლი, და გაუმჯობესებული მესამე პირის კონტროლი.
- უნიკალური ადგილები, ნაკლები ერთფეროვნება. yay
- პერსონაჟის შექმნის პროცედურა გაუმჯოდესდა, ტანის customize შეგვიძლია.
- ორხელიანი იარაღები, ორივე ხელში იარაღი და დუელები.
- დამასრულებელი მოკვლის ანიმაციები, უნიკალური თითოეულ იარაღის ტიპზე და მტერზე.
- ბაშვები (ალბათ კვლავ უკვდავი, little fuckers..)
- მტერთან მიახლოებისას დიალოგი დაიწყება (კარგი მადკრები ხარ..აა ..ნუ მკბენ!)
- სადილის მომზადება/ფერმერობა/წიაღის მოპოვება/ხის ჭრა/მჭედლობა
- პერკი თითოულ levelup-ზე
- 5 მაგიური სკოლა Destruction Alteration Conjuration Restoration Illusion.
http://kotaku.com/5728236/the-next-elder-scrolls-has-new-combat--levelling
Sunday, January 9, 2011
Announcement Videos
The elder Scrolls V: Skyrim ტიზერ ტრეილერი
ტოდ ჰოვარდი(Tod Howard) ანონს უკეთებს შემდეგ RPG ლეგენდას Spike Tv-ს თამაშების დაჯილდოვებაზე

Skyrim - ნორდების სამშობლო
ვინაიდან შემდეგი Elder Scrolls ადგილს დაიკავებს ტამრიელის პროვინცია Skyrim'ში, არ შეიძლება არ შევეხოთ მის ძირძველ მკვიდრ ნორდებს, მათ ისტორიასა და კულტურას.
ქვემოთ შევეცდები მოკლედ აღვწერო ზემოთ ხსენებული.
ნორდი არის ადამიანის რასა, რომელიც გარეგნულად გამოირჩევა სიმაღლით და გრძელი, ხშირი თმით. აქვთ განსაკუთრებული უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ მაგიურ ყინვასაც კი.
ამ რასის ხალხი ცნობილნი არიან, როგორც ენთუზიაზმითა და შემართებით აღსავსე მებრძოლები, და მოქმედებენ მთელი ტამრიელში, როგორც სამხედრო ხალხი ან დაქირავებული მეომრები. იყენებენ საბრძოლო მეთოდების არატრადიციულ გზებს.
სხვადასხვა პროვინციებში იმიგრირებული მიმოქსაქსული ნორდები ძირითადად სახლდებიან რეგიონის ყველაზე მთიან და ცივ ადგილებში, რაც მათ სამშობლოს აგონებთ.
ისინი ასევე არიან ძირძველი მეზღვაურები, რომლებიც ზღვაოსნობით დასაბამიდან ირჩენენ თავს. ზღვა სწორედ Atmora'სთან არის კავშირში, ადგილთან, სადაც ტამრიელში მიგრაციამდე ცხოვრობდნენ. მეზღვაური ნორდები შესაძლებელია შეგვხვდეს ტამრიელის თითქმის ყველა სანაპიროზე, როგორც კაპიტნები, ვაჭრები, მეთევზეები, etc.
როგორც ამ რასის სახელი მიგვანიშნებს, ისინი ჩრდილოეთიდან არიან (Nord - North). მათ დასაბამი მიეცათ უკიდურეს ჩრდილოეთ კონტინენტ Atmora'ში. ის მცირე რამ, რაც ცნობილია ამ კონტინენტის შესახებ, შენახული და გადმოცემულია იმ ჩანაწერებში, რომლებიც ამჟამად ეკუთვნით ელფებს და არ არის ღია, ხელმისაწვდომი იმპერიალ სწავლულთათვის. თუმცა ცნობილია, რომ Atmora არის იგივე Elder Wood. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, კარგად ერგება ცივ კლიმატს, უძველეს დროში ის უნდა ყოფილიყო ექსტრემალურად მყინვარე კონტინენტი, დაახლოებით იმ დონის, როგორიც დღეს სკაირიმია.
არსებობს გადმოცემის წყარო, რომელიც გულისხმობს შემდეგ ფაქტებს: იმიგრაციის პერიოდში Atmora მოიცვა სასტიკმა და სისხლიანმა სამოქალაქო ომმა, და კაცმა, სახელად Ysgramor, მშვიდობიანი მოსახლეობა გამოდევნა ყველა მხირდან, და აიძულა გაეცურათ სამხრეთისკენ. მიწა, რომელიც კონტინენტიდან სამხრეთით მომავალ ზღვას შეხვდა, იყო Skyrim'ის ჩრდილოეთ ნაპირი, კერძოდ - Hsaarik Head, ტამრიელის კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთ მწვერვალი. მათ ახალ მიწას დაარქვეს Mereth (Skyrim'ის ძველი სახელი).
ისტორია გრძელდება, მრავალმა წელმა განვლო პროვინციაში ადამიანებისა და ელფების კეთინგანწყობილ და მშვიდობიან ცხოვრებაში. ეს იყო ჰარმონიის ხანა. თუმცა რასული დაპირისპირებები თანდათონობით ღვივდებოდა და ორი მოდგმის ურთიერთობაც იძაბებოდა. დიდი ხანი არ იყო დარჩენილი კონფლიქტის საბოლოო ამოხეთქვამდე.
საწინააღმდეგოდ იმ მცდარი ისტორიებისა, რომელნიც მიაწერენ Ysgamor'ს ტამრიელში პირველი დასახლების შექმნას, არსებობს წყაროები, რომელნიც მოგვითხრობენ იმ მოსახლეობის შესახებ, რომელნიც მისი და მისივე კოლონისტების იმიგრირებამდე ცხოვრობდნენ კონტინენტზე და ცივილიზაციის კერაც აქ ჰქონდათ შექმნილი. დიახ, ისინი მხოლოდ იმიგრაციის გვიან ტალღაში მოყვნენ, და არ იყვნენ პირველი მოაზროვნე ქმნილებები აღნიშნულ მიწაზე.
ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, მაგრამ არ არის ის, რომ ალდმერებმა (Aldmer -- პრო-ელფები, ტამრიელის ერთ-ერთი უძველესი მოდგმა) ნორდების ქალაქ-სახელმწიფო Saarthal მიწასთან გაასწორეს, ამოხოცეს ყველა ვინც წინააღმდეგობა გაუწიათ და ვინც ვერ გაიქცა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ეს მკრეხელობისა და სხვა გამოწვევების საპასუხოდ ჩაიდინეს. ამ ღამეს დაერქვა 'Night of Tears".
ამ თავდასხმისგან გადარჩენა შესძლეს მხოლოდ ნორდმა მეფე Ysgamor'მა და მისმა ორმა შვილმა, რომელნიც შემდეგ გაიქცნენ კვლავ Atmora'ში.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როდესაც ის 500 თანამოძმესთან ერთად დაბრუნდა შურის საძიებლად. მათ ჯერ მომხდარ ადგილას ამოხოცეს ელფები, შემდეგ კი ტამრიელში მათი მთელი მოდგმა გაანადგურეს.
პირველი ერის 241 წელს მეფე Vrag'მ დაიწყო მისი გეგმის განხორციელება, რომელიც 'Conquest of Skyrim'-ის სახელითაა ცნობილი (სკაირიმის დაპყრობა). მან ბრძოლის კულმინაცია მოახდინა ნორდების პირველ იმპერიაში. მისი მსვლელობა წარმატებით დასრულდა.
50 წლის განმავლობაში Skyrim მართავდა მთელს ჩრდილოეთ ტამრიელს: High Rock'ის ტერიტორიის უმრავლეს ნაწილს და მთლიანად ამჟამინდელ Morrowind'ს. ამბიციური ნორდი ლიდერები რამდენიმეჯერ შეეცადნენ ჩრდილოეთ სიროდიილის დალაშქვრას, თუმცა Jerrall'ის მთები ძალიან დიდი და რთულად გადასალახი ბარიერი გახლდათ.
საუკუნეების განმავლობაშ სკაირიმის სამეფო იმარჯვებდა და მარცხდებოდა ბრძოლებში.
პირველი ერის 415'ე წელი იმპერიის დაცემის თარიღი აღმოჩნდა, ეს იყო Ysgamor'ის შთამომავლობის უკანასკნელი წარმომადგენლის, მეფე Borgas'ის სიკვდილის დრო. როდესაც სამმართველო საბჭოს არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი მეფის ასარჩევად, გაღვივდა შიდა სამოქალაქო ომი. პროვინციამ მისი მთელი ძალაუფლება High Rock'სა და Morrowind'ში დაკარგა და გაიყო სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეფოებად.
ტიბერ სეპტიმის მმართველობის ქვეშ რეგიონში სიმშვიდე სუფევდა, მიუხედავად არაერთი გადატანილი ბრძოლისა (ერთ-ერთია Battle of Sancre Tor.
ბევრმა ნორდმა დაიწყო იმპერიის ლეგიონში მოღვაწეობა.
continuation is under porccess

First News
1 წელზე ნაკლები დარჩა 11 ნოემბრამდე.
VGA 2010'ზე თიზერის ჩვენებისა და მოკლე ინფორმაციის გავრცელებიდან სულ მცირე ხანში გაჟონა არც თუ ისე ვიწრო ამბებმა სერიის მომავალი ნაწილის შესახებ.
ამონარიდი იმ პოსტიდან, რომელიც ინფორმაციის პირველ წყაროს წარმოადგენს:
'დამატებულია ორ-ხელიანი საბრძოლო იარაღები, გასწორების პროცესშია მესამე პირის ხედვა, დახვეწილია დიალოგების სისტემა: NPC'თან დიალოგის დაწყებისას თამაშის პროცესი არ ჩერდება, ისიც არ არის მოთამაშეზე არაბუნებრივად დამზერებული, არამედ აგრძელებს მის მოქმედებას (ვითარებასთან შესაბამისად), რაც ამ ყველაფერს რეალურს და დახვეწილს ქმნის. ყველა იარაღთან პერსონაჟს გააჩნია უნიკალური მოძრაობები, ასევე ხდება მტერთან ბრძოლისას. იხვეწება პერსონაჟის შექმნის ფუნქცია. ჩრდილები დინამიურია. თამაშში იქნებიან ბავშვებიც. ასევე იხვეწება პერსონაჟების მოდელები, სახის ემოციები - ყველა რასისთვის განსხვავებული იერი იქნება შექმნილი. Dragonborn'ს ეყოლება მრჩეველი, სახელად Esbern, რომელიც გადარჩენილი ბლეიდია (გილდია, რომელიც ემსახურება სამეფო საგვარეულოს. ობლივიონში უხუცესი ბლეიდია Jaufre.). იქნება 5 სხვადასხვა დიდი ქალაქი და ბევრი პატარა დასახლება. გაუმჯობესებულია სტიქიური მოვლენები: თოვლი არ იქნება მარტივი ტექსტურის, ქარის ხეებზე ზემოქმედება საგრძნობად რეალური იქნება, ისევე როგორც წყლისა და წვიმის ეფექტი. მოთამაშე ამჟამად ვერ ირბენს ერთი და იგივე სიჩქარით როგორც წინ, ისე უკან. დადასტურებულია შემდეგი ქმნილებები: zombies, skeletons, draugr, trolls, mountain giants, ice wraiths, giant spiders, dragons, wolves, horses, elk, mammoth, saber-toothed cats.
ასარჩევად გვექნება 10 რასა.'
http://www.nma-fallout.com/forum/viewtopic.php?p=847685#847685

Subscribe to:
Comments (Atom)